პოპულარული თურქი მომღერალი კლუბში ჩაცხრილეს

თურქეთის კურორტ ბოდრუმში მომხდარი სროლის შედეგად, პოპულარული თურქი მომღერალი ქალი ხაჯერ ტულუ დაიღუპა.
ტრაგედია ბარლარ-სთრითზე მდებარე ღამის კლუბში მოხდა. კლუბთან ავტომანქანა გაჩერდა, იქიდან შეიარაღებული მამაკაცი გადმოვიდა, კლუბში შევიდა და ქაოტური სროლა დაიწყო.
მის მიერ გასროლილი ტყვია მომღერალსაც მოხვდა. ექიმებმა მისი გაჩერება ვერ შეძლეს. დაიღუპა კლუბის მეპატრონე, ხოლო ოთხი ადამიანი დაიჭრა. პოლიციამ გამოძიების ფარგლებში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა.
ხაჯერი თურქეთში პოპულარული მომღერალი, მსახიობი და მოდელია. მისმა კლიპმა სიმღერაზე „Ömür Törpüsü“ „იუთუბიზე“ 4 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები