პოპულარული თამაშის Pokemon Go-ს შემქმნელებს სასამართლოში უჩივლეს

აშშ-ის ნიუ-ჯერსის მკვიდრმა ჯეფრი მარდერმა კომპანია Pokemon Go-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის მოთამაშეებს მისი კერძო საკუთრების ტერიტორიაზე შეღწევაში ადანაშაულებს.
მარდერი აცხადებს, რომ სულ მცირე ხუთი პირი ცდილობდა მის სახლში შეღწევას და ეზოში დაუკითხავად შევიდნენ, სადაც თამაშის მონაწილეები ვირტუალურ ურჩხულებს ეძებდნენ.
მარდერის ადვოკატები აცხადებენ, რომ აშშ-ში რამდენიმე ადგილას, მათ შორის ჰოლოკოსტის მუზეუმში შესვლა აკრძალულია.
Pokemon Go ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშია. მან შემქმნელებს მილიონობით დოლარის მოგება მოუტანა.

კომენტარები

სხვა სიახლეები