პოპულარობის ზენიტიდან ნარკოდანაშაულამდე – ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს

თეატრისა და კინოს მსახიობი, ასევე, ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი საზოგადოებამ პირველად 17 წლის ასაკში გაიცნო ფილმით ”სტალინი LIVE”, რასაც მოჰყვა სერიალი “დეტექტივები”, სადაც ის გამომძიებელის როლს ასრულებდა. ამ სერიალმა მას ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა, განსაკუთრებით კი – თინეიჯერებში. გამომძიებლის როლს მალევე სხვა როლებიც მოჰყვა. მსახობი, ასევე, თამაშობდა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებშიც”.
“სასურველი სასიძო”, “ქართველი მილიონერი”, “სექსიმბოლო”, “საუკეთესო ქართველი მამაკაცი” – ეს იმ სათაურების ჩამონათვალია, რასაც წერდნენ ტაბლოიდური გამოცემები.
საზოგადოების ყურადღებით განებივრებული მსახიობი, პარარელურ რეჟიმში, ბიზნესით იყო დაკავებული.
მან ადრეულ ასაკში ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი გახ­სნა, რასაც მოჰყვა კა­რა­ო­კე კლუ­ბე­ბი ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში.
თუმცა პოპულარობა და საზოგადოების ინტერესი მის მიმართ მხოლოდ ზემოთ ხსენებულს არ მოუტანია. ის ყოველთვის გამოირჩეოდა სკანდალური პირადი ცხოვრებით.
მისი რჩეული ქართველი ბიზნესმენის ქალიშვილი, სალომე სულხანიშვილი იყო, რომელსაც 13 წლის ასაკიდან იცნობდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს გაუგებარი მიზეზის გამო დაშორდა.
ამის შემდეგ ჯიბღაშვილმა ურთიერთობა 18 წლის ბათუმელ გოგონასთან, ნინიკო ნაცარიშვილთან დაიწყო, რომელთანაც ქორწილისთვის ემზადებოდა, თუმცა ისინი სკანდალურად დაშორდნენ. როგორც გაირკვა, გოგონამ ის თურქ ბიზნესმენზე გაცვალა.
გასულ წელს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ჯიბღაშვილი ძველ სიყვარულს, სალომე სულხანიშვილს შეურიგდა და ისინი დაინიშნენ, მეტიც, სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ გოგონა ორსულადაა.
გასულ საღამოს კი წარმატებული ბიზნესმენი და მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები