“პოპულარობის ახალი სტანდარტებია საქართველოში? არ ვიცი რას ეძახიან სექსუალურ შევიწროვებას” – მერსი სულხანიშვილი
უფლებადამცველ ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე თემა, – სექსუალური შევიწროვება. ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამ თემასთან დაკავშირებით.
მერსი სულხანიშვილი:
– რთულია კომენტარი გააკეთო იმაზე, რაზეც მწირი ინფორმაცია გაგაჩნია. საქმის გამოძიება უნდა მოხდეს აუცილებლად. დღეს, რაღაც ეგრეთ წოდებული სექსუალური შევიწროვების თემა აქტუალური გახდა. არ ვიცი რას გულისხმობენ, ან რას ეძახიან. ბატონ ზვიადს, როგორც ვიცი, ვიღაც ქალბატონი ორი წლის წინ მომხდარი ამბის გამო უჩივის. წავიკითხე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების კომენტარები, ორივე გაურკვეველია, არ ვიცი რა გითხრათ. თემები გამოილია ან პოპულარობის ახალი სტანდარტებია საქართველოში, ჩამოვრჩი მოვლენებს. ისე, ახლა ისეთი დროა, ხალხი უკადრებელს კადრულობს, არაფერი აღარ მიკვირს და მაოცებს. და მაინც, მოძალადე აუცილებლად უნდა დაისაჯოს!
– პოპულარობის ახალი სტანდარტებია საქართველოშიო, ამბობ. ხომ არ ფიქრობ, რომ შენი მხრიდან ეს ფრაზა ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს?
– რა გავაჟღერე ასეთი?
– პოპულარობის ახალ სტანდარტებზე მიანიშნებ. ჩვენ ყველა გვახსოვს შენი პოპულარობის მთავარი სტანდარტი – სიშიშვლე.
– მხოლოდ გამეცინა, მეტი არაფერი. უკომენტარიდ.
– თავად თუ ყოფილხარ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი?
– არასდროს.
წყარო: http://primetime.ge