პოლიციელმა თოვლისგან გაკეთებული მანქანის სკულპტურაზე ჯარიმა დატოვა

კანადაში, პოლიციის ოფიცერმა თოვლისგან გაკეთებული მანქანის სკულპტურაზე ჯარიმის ქვითარი დატოვა.
როგორც ირკვევა ჯარიმა მან უკანონო პარკირების გამო გამოწერა.
ყველაფერი კი კანადელი საიმონ ლაპრისის მხიარულ ჩანაფიქრს უკავშირდება. მისი ხუმრობის ადრესატები თოვლის წმენდის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა მათ ინსპექტორმა დაასწრო.
როგორც ირკვევა მას შემდეგ რაც პოლიციის ოფიცერი მიხვდა, რომ საიმონის მახეში გაება საჯარიმო ქაღალდს შემდეგი მხიარული წარწერა გაუკეთა: „ თქვენ შექმენით ჩვენი საღამოს განწყობა“

კომენტარები

სხვა სიახლეები