ბელგიაში საგზაო პოლიციის რადარებმა 238 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი “პორშე” დააფიქსირეს. ავტომობილის გაჩერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მანქანას, რომელსაც 330 ცხენის ძალა აქვს 79 წლის ქალბატონი მართავდა. სასამართლომ მძღოლი 4 ათასი ევროთი დააჯარიმა და სამი თვით მართვის მოწმობა ჩამოართვა. ადგილობრივი პენსიონერი დანაშაულს აღიარებს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 2016 წელს მოხდა, თუმცა ხანდაზმული ქალბატონი მხოლოდ ახლა დააჯარიმეს. მოსამართლეს გაუჭირდა დაჯერება, რომ საჭეს 1937 წელს დაბადებული ქალბატონი ასეთი სისწრაფით მართავდა. „იმ საღამოს ძილი გამიტყდა და გადავწყვიტე სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, გონება გამენიავებინა. ვერ ვიგრძენი, რომ ასე სწრაფად მივდიოდი, „პორშე“ ხომ იცით როგორი მანქანაა…არანაირი პრობლემა არ მქონია. გზა გადატვირთული არ იყო და თავისუფლად ვმოძრაობდი. მზად ვარ პასუხი ვაგო და დაკისრებული ჯარიმა გადავიხადო”, – განაცხადა მან სასამართლოზე. აღსანიშნავია, რომ 75 წლის დამრღვევი მძღოლი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ბელგიური პრესა მის ვინაობას არ ასახელებს.