აშშ-ს სამართალდამცველებმა 20 მილიონი დოლარის კონფისკაცია მოახდინეს, რომელიც მასაჩუსეტში, ერთ-ერთი სახლის საწოლში იპოვეს.
პოლიციის ვარაუდით, ფული ფინანსურ პირამიდა TelexFree-ს უნდა ეკუთვნოდეს, რომლის შედეგადაც მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ამერიკელი პოლიციელები ბრაზილიელ რენე რიზერიო როკას უთვალთვალებდნენ, რომელსაც ფინანსურ პირამიდასთან კავშირში ადანაშაულებენ.
მისი სახლის ჩხრეკის დროს, რომელიც ქალაქ უესტბოროში მოხდა, იპოვეს ფული.
როკა, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის. TelexFree ბრაზილიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პირამიდაა, რომელმაც თავისი კლიენტებისგან მილიარდზე მეტი დოლარი ამოიღო. კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა.
წყარო:http://bulvari.ge