პოლიტიკური არჩევანის გამო რძალმა დედამთილს უკბინა (ვიდეო)

გურჯაანის სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამბობს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს.
70 წლის ქალის თქმით, რძალი ისე გაღიზიანდა, რომ მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა, რის გამოც ვაქცინის გაკეთებას აპირებს.
“ნაცინალური მოძრაობის კოორდინატორმა ელმირა ბეციაშვილმა ჩემს რძალს 40 ლარი ამოატანა, რომ ხმა ნაციონალებისთვის მიმეცა. რძალმა მითხრა, რომ ბეციაშვილი ხმის მცემის სანაცვლოდ სოციალურ დახმარებას დაჰპირდა. ამ ფულზე უარი ვთქვი, რის შემდგაც რძალმა და შვილმა მცემეს”, – ამბობს 70 წლის პენსიონერი.
დაზარალებულმა ქალმა პოლიციას მიმათა. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
წყარო: https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები