პოლიტიკოსების ყველაზე ლამაზი ცოლების ტოპ შვიდეული

გონიერ პოლიტიკოსს ყოველთვის ჰყავს გვერდით გონიერი და სანდო ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში დაეყრდნობა. ვინ უნდა იყოს ასეთი თუ არა მეუღლე?! ხშირია შემთხვევები, როცა მამაკაც პოლიტიკოსებს სწორედ მეუღლეები ეხმარებიან კარიერის გაკეთებაში და პოპულარობის მოხვეჭაში. გამომცემლობა “ბიზნეს-სტილმა” წარმოადგინა პოლიტიკოსების ყველაზე ლამაზი და სტილური მეორე ნახევრების ტოპ შვიდეული. საინტერესოა, რომ ამ ნუსხაში შემავალ ქალბატონთა უმეტესობა აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერების მეუღლეები არიან – როგორც ჩანს, ლამაზ ქალებს იქ განსაკუთრებით აფასებენ.

ჰაია ბინგ ალ ჰუსეინი პრინცესა ჰაია,

2015110412384746204

იორდანიის მეფის ქალიშვილი, დაიბადა 1974 წელს. მაღალ საზოგადოებაში ქცევის ჩვევები, რომლებიც პრინცესამ ბავშვობიდანვე შეითვისა, დღესაც ეხმარება მეუღლესთან ერთად შეხევდრებსა და წვეულებებზე სიარულისას. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრისა და დუბაის მმართველის, მუჰამედ ბინ რაშიდის მეუღლე გატაცებულია ცხენოსნობით და მონაწილეობა აქვს მიღებული ოლიმპიურ თამაშებში.

მარია შრაივერი არნოლდ,

2015110412390446204

შვარცენეგერის ყოფილი ცოლი – მარია შრაივერი აშშ-ს ექს-პრეზიდეტის, ჯონ კენედის ნათესავი და ცნობილი ჟურნალისტია.

რანია ალ აბდული

2015110412391846204

იორდანიის მეფის მეუღლე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და გავლენიან ქალბატონად ითვლება. თავისუფალ დროს დედოფალი საბავშვო წიგნებს წერს, გატაცებულია წყლის თხილამურებითა და მოტორბოლით.


ბიანა ჰოლდრიგა

2015110412381446204

პროფესიით ტელეჟურნალისტი ელიტაში შევიდა როგორც თეთრი სახლის მმართველობისა და ბიუჯეტის დეპარტამენის უფროსის, პიტერ ორზაგის საცოლე. 2004 წელს ბიანა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ჟურნალისტად დასახელდა. თუმცა იგი არც ჭკუის ნაკლებობას უჩივის: სპეციალიზირებულია ეკონომიკასა და ბიზნეს-სიახლეებზე.

ასმა ალ ასადი, სირიის პირველი ლედი

2015110412380446204

სულაც არ არის ჩადრში გამოწყობილი რიგითი მუსულმანი ქალი. ასმა ალ ასადი მაღალი წრის ქალბატონია, რომელმაც ბრიტანული განათლება მიიღო საბანკო ინვესტიციების სფეროში. იგი ლონდონსა და ნიუ-იორკში მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Deutsche Bank და JP Morgan. მოკლედ, კიდევ ერთი მაგალითი სილამაზის, ჭკუისა და გამართლების თანხვედრისა.

მიშელ ობამა

2015110412364946204

გახდა თუ არა აშშ-ს პორველი ლედი, სულ მალე მიშელ ობამა სტილის ხატად აღიარეს. ყოველთვის ელეგანტურმა, მომღიმარმა და ამაყად მოსიარულე ქალბატონმა იურისტის კარიერაშიც დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა მისი მთავარი საზრუნავი ოჯახი და თეთრი სახლია.

კარლა ბრუნი

2015110412370646204

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გლამურული, არისტოკრატული წარმოშობის ქალბატონი ჟაკლინ კენედის ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელია მოდისა და სტილის სფეროში. იგი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მოდელი, მსახიოიბი და მომღერალი იყო. რომანი ჰქონდა ისეთ ადამიანებთან, როგორებიცაა მიკ ჯაგერი, ერიკ კლეპტონი, კევინ კოსტნერი, ვენსან პერესი, დონალდ ტრამპი. 2008 წელს კარლა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკლა სარკოზის და დღემდე ინარჩუნებს პოლიტიკოსთა ცოლებს შორის ყველა დროის ყველაზე სექსუალურის სტატუსს.

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები