“პოზიტიური დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად” – რჩევები მიხეილ ცაგარელისგან

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 21 დეკემბრის პროგნოზზე საუბრობს და ზოადიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს. აღნიშნულის შესახებ ცაგარელმა „ფორტუნასთან“ ისაუბრა:

„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:45-დან 16:58 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თვითშემეცნებისთვის, საიუბილეო და კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და საცხოვრებლის შეცვლა.

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თაფლი, თხილი და სხვა ალერგიული პროდუქტი. პოზიტიური დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ბეჟი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, პრობლემები ელით კუროს და მორიელს“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები