პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი: ავიცრათ ერთმანეთისთვის, რომ სოფელიც გადავარჩინოთ, ქვეყანაც და დედამიწაც
პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი, ეკატერინე ყიფიანი სოციალურ ქსელში მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცრას იმ გადამრჩენელ გმირს ადარებს, რომელზეც ბავშვობისდროინდელ ზღაპრებში ყველას ბევრს გვიყვებოდნენ.
“ის ზღაპრები და მითები ხომ გახსოვთ, ბოროტი გმირები რომ ადამიანებს იტაცებენ ან მსხვერპლად სწირავენ, ბოლოს კი კეთილი რაინდი კლავს ამ ანტიგმირებს და სოფელს ათავისუფლებს? ხოდა, აბა გაავლეთ პარალელი – კოვიდი ეს ბოროტი გმირია, რომელსაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვწირავთ მსხვერპლად, გადამრჩენელი გმირი კი ვაქცინის სახით გამოჩნდა, მაგრამ უკვე ძალიან დაღლილი და დასუსტებულია – ჩვენი დახმარება სჭირდება. ამიტომ, #ავიცრათერთმანეთისათვის, რომ სოფელიც გადავარჩინოთ, ქვეყანაც და დედამიწაც”, – წერს ფსიქოკონსულტანტი სოციალურ ქსელში.