ჰოლივუდის ვარკვლავები მძიმედ განიცდიან დაბერებას. მამაკაცი მსახიობებისთვისაც კი პლასტიკური ოპერაციები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. იდეალური გარეგნობის შექმნის მცდელობაში ხშირად პოპულარული ადამიანები რადიკალურად და არცთუ სასიკეთოდ იცვლებიან.
მიკი რურკი
62 წლის მიკი რურკი ახალგაზრდობაში მოკრივე იყო. ის იმდენად უკმაყოფილო იყო სამსახიობო მონაცემებით, რომ სურდა, სხვა რამეში უფრო ძლიერი გამხდარიყო და ბედი სპორტში სცადა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მას ცხვირი გაუტეხეს, რის შემდეგაც პლასტიკურ ქირურგს პირველად მიმართა. მას რამდენიმე წარუმატებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც საბოლოოდ ვარსკვლავი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.
მაიკლ ჯექსონი
მომღერალმა საკუთარ გარეგნობაში ცვლილებების შეტანა 22 წლიდან ცხვირის ფორმის შეცვლით დაიწყო. მაიკლ ჯექსონი აცხადებდა, რომ ეს აუცილებლობით იყო განპირობებული, რადგან ერთ-ერთი კონცერტის დროს ის წაიქცა და ცხვირი გაიტეხა. 1988 წელს კი მან კანის ფერი და თვალის ფორმაც შეიცვალა. ჯამში, მომღერალმა 30 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
სილვესტერ სტალონე
კუნთებითა და ლეგენდარული ფილმებით ცნობილ სილვესტერ სტალონეს უბრალოდ არ სურს დაბერება, თუმცა, სამწუხაროდ, პლასტიკურმა ოპერაციებმა დადებითი შედეგი არც მას მოუტანა. უცხოური მედია აქტიურად წერს იმაზე, რომ მსახიობმა გარეგნულ მხარეზე ზრუნვა უკვე შეწყვიტა და უახლოეს ხანში თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მემუარების წერას იწყებს.