პლანეტის ყველაზე ხანდაზმული კუ გეი აღმოჩნდა

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული კუ ჯონათანი, რომელიც წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს, გეი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს.
ვეტერინარებმა, რომლებიც 186 წლის კუს აკვირდებოდნენ, დაადგინეს, რომ მდედრი ფედერიკა, რომელთანაც ჯონათანი 1991 წლიდან წყვილდებოდა, მამრი აღმოჩნდა.
დეტალები, თუ რატომ მიიჩნიეს მდედრად ვეტერინარებმა და ჯონათანმა ფედერიკა, უცნობია.
უცნაურ მოვლენას შესაძლოა ნათელი მოფინოს იმ ფაქტმა, რომ ჯონათანს კატარაქტა აწუხებს და ყნოსვის გრძნობა აქვს დაკარგული.

წყარო:Read more at http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები