პლანეტის ყველაზე სექსუალური ავტომრბოლელი ქალები

ავტომობილის ყოველ ხსენებაზე ისინი „იქოქებიან“ და სუპერმოდელივით გამოიყურებიან.
არც ისე დიდი ხნის წინ, ავტორბოლები მამაკაცების დახურულ კლუბად ითვლებოდა, სადაც ქალებს საფინიშო ალმის ქნევასაც არ ანდობდნენ. თავის მხრივ, ყველაზე მოხდენილ ლამაზმანებებს შოპინგი და კანის ფესტივალის წითელი ბილიკი ერჩივნათ და თითქოს ეს ორი სამყარო არ უნდა გადაკვეთილიყო, მაგრამ ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება -ავტოსპორტი ახლა რბოლებისადმი უზომო სიყვარულით გამსჭვალული გოგონებით არის გადატვირთული. თუმცა ყველაზე თავბრუდამხვევები სუპერმოდელებს გვანან და ჯენტლმენებს თავგზას უცებ უბნევენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მამაკაცების ჟურნალების ყდას ამშვენებენ მათი ფოტოები.

სიუზი სტოდარტი, 30 წლის, DTM, Formula 1
susie_wolff_stoddart_1
ტიპიური ქერა, სიუზი შოტლანდიის დროშის ქვეშ ასპარეზობს, თუმცა შვედეთში დაიბადა. გოგონამ ავტოსპორტის ყველა საფეხური გაიარა კარტინგიდან ფორმულა 1-მდე. ამ დისტანციაზე მან გამოიარა Formula Renault, ფორმულა 3, გერმანული სარბოლო სერია DTM, სადაც Mercedes-ის ღირსებას იცავდა და ბოლოს ფორმულა 1-ში აღმოჩნდა, როგორც Williams-Mercedes-ის ტესტ-პილოტი. სიუზი სტოდარტი ახლა უკვე ტოტო ვოლფის, ყოფილი მოყვარული ავტომრბოლელისა და ამჟამად Mercedes F1 Team-ის სპორტული დირექტორის მეუღლეა და შარშანდელი წლის ბოლოს ავტოსპორტს თავი ოფიციალურად დაანება.

მადალენა ანტასი, 37 წლის, რალი-რეიდები

Auto Bild

პორტუგალიური რაკეტა მტვერში ამოსვრაზე უარს არ ამბობს. მის სპეციალიზაციას რალი-რეიდები წარმოადგენს და პლანეტის უდაბნოებში უმძლავრესი ყველგანმავლებით დაქრის. მას ფერწერაც იტაცებს და მამაკაცების ჟურნალებისთვის ფოტოსესიებზე თანხმდება.

დანიკა პატრიკი, 31 წლის, Indycar, NASCAR

Auto Bild

საკამათო არც არის, რომ დანიკა პლანეტის ყველაზე ცნობილი ავტომრბოლელი ქალია. ნამდვილი პილოტი, რომელმაც 2005 წელს Indycar-სა და Indy-500-ის საუკეთესო ახალბედას სახელი მოიხვეჭა. ამასთან ის ყოველთვის ყურადღებას იპყრობს და საკუთარი გარეგნობით მკვეთრად გამოირჩევა ავტომრბოლელებს შორის. დანიკა პოპულარულ ჟურნალს Sports Illustrated-ს ფოტოსესიაზე დათანხმდა და საკუთარი ფორმები გამოაჩინა.

შენონ მაკინტოში, 23 წლის, US F200

Auto Bild

ეს გოგონაც ავტომრბოლელია? მართლა? ძნელია დაჯერება, მაგრამ სიმართლეა. შენონი ახლა ცდილობს Indycar-ში მოხვედრას და შედარებით დაბალ კლასში, US F200-ში ასპარეზობს. ნუთუ დანიკა პატრიკს კონკურენტი გამოუჩნდა?

ლეილანი მიუნთერი, 37 წლის, ARCA Racing Series

Auto Bild

მინესოტას შტატში დაბადებული ლეილანი, NASCAR-ის ანალოგიური პროტოტიპებით ARCA-ს ამერიკულ სარბოლო სერიაში ასპარეზობს. ადრე მან Indycar-ის მოსამზადებელ ერთ-ერთ სარბოლო სერიაში გამოცადა საკუთარი ძალები. გოგონამ იცის, რომ ავტორბოლების სუპერვარსკვლავი უკვე ვეღარ გახდება, მაგრამ ის შესანიშნავად მოერგო სისწრაფისა და ტესტოსტერონის სამყაროს. ავტორბოლები მისთვის მხოლოდ ნათელი და დატვირთული ცხოვრების ეპიზოდია: ლეილანი დაივინგით და სნოუბორდით არის გატაცებული, ეკორალიში წყალბადის Ford Focus-ით მონაწილეობს, Vogue-ის, Sports Illustrated-ის, Glamour-ისა და Men’s Journal-ის ფოტოსესიებში იწვევენ და კიდევ ის ძალიან ჰგავს კეტრინ ზეტა-ჯონსს და ჰოლივუდის ვარსკვლავის დუბლიორიცაა.

ეშლი ფორსი, 32 წლის, Drag Racing

Auto Bild

ამ სიაში ეშლი აშკარად ყველაზე სწრაფია – ის 400 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს სპორტული მოდელებით და ერთიმეორის მიყოლებით იგებს გარბენებს. მისი მოწოდება Drag Racing-ია. უნდა აღინიშნოს, რომ მას დიდი უპირატესობა აქვს მეტოქეებთან შედარებით. არა, ეს გარეგნობა არ არის, რომელიც მეტოქეებს თვალებს უბრმავებს, ის ლეგენდარული ავტომრბოლელის, ჯონ ფორსის ქალიშვილია. მამამისიც დრეგსტერებით გამოდიოდა და ალბათ ყურში ჩასჩურჩულა თავისი საიდუმლო ხერხები.

მილკა დუნო, 41 წლის, IMSA Racing Series

Auto Bild

ვენესუელელი ლამაზმანი, ყოფილი მოდელია და უკვე 100 ქულა აქვს საკუთარ მონაგარში. გარდა ამისა, ქალბატონი ოთხი უმაღლესი განათლებით არის. მილკა დიდი მიღწევებით არ გამოირჩეოდა ამლერიკის თითქმის ყველა სარბოლო სერიაში, მაგრამ თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. თუმცა „დეიტონას 24 საათიან რბოლაში“, ქალ ავტომრბოლელებს შორის წრის რეკორდი მაინც დაამყარა. ახლა მილკა ტელეწამყვანია და გადაცემას „გოგონების რბოლები“ უძღვება.

ინესა ტუშკანოვა, 25 წლის, რალი

Auto Bild

უკრაინელი ქალი ავტომრბოლელი, 14 წლიდან სამოდელო ბიზნესშია და ახლა რალისთვის განკუთვნილი Mitsubishi Lancer Evolution-ის პილოტია. გარდა ამისა, მამაკაცების უკრაინული და პოლონური ჟურნალების ვარსკვლავიც არის. ადრე რალის

შტურმანი იყო, ახლა კი სპორტული ავტომობილის პილოტია. ცდილობს არც ერთი შეჯიბრება არ გამოტოვოს – მეექვსე ადგილი დაიკავა 2010 წელს უკრაინის ჩემპიონატში. ინესას ბოლო მიღწევაა ფინეთის რალიზე ნამსხვრევებად ქცეული ბოლიდი, თუმცა Playboy-ს ყოფილი მოდელის ფორმებს ამ ავარიით არაფერი დამართნია.

Auto Bild

წყარო:http://www.autobild.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები