Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის მეუღლე მაკენზი განქორწინების პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლოა პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Bloomberg” ავრცელებს.
ბიზნესმენის ქონება ამ სააგენტოს შეფასებით, 137 მილიარდ დოლარს წარმოადგენს, თუმცა Forbes მას 150 მილიარდ დოლარად აფასებს. ჯერჯერობით, მეუღლეებს არ წარმოუდგენიათ გეგმა ფინანსური აქტივების გაყოფისთვის.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქონების გაყოფა თანაბრად მოხდება. ამგვარად მაკენზი მიიღებს თითქმის 69 მილიარდი დოლარის ქონებას, რაც მას პლანეტის ყველაზე მდიდარ ქალად აქცევს. ამავე დროს, თუკი ის მიიღებს ქმრის წილის მხოლოდ ერთ პროცენტს, მაინც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი იქნება.
54 წლის ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე მაკენზი ქორწინებაში 25 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ოთხი შვილი ჰყავთ. როგორც ოფიციალურად ცხადდება, ისინი მეგობრებად დარჩენას აპირებენ.
Prev Post
სხვა სიახლეები