პიცა პეპერონით

ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი – 30 მლ, ყველი პარმეზანი -1 სადილის კოვზი, ტომატის სოუსი – 3 სადილის კოვზი, ბეკონი – 125 გრ, ბურლარული წიწაკა – 1 ცალი, პეპერონი – 60 გრ, ორეგანო – გემოვნებით, მარილი – გემოვნებით, პილპილი გემოვნებით, პიცის ცომი – 450 გრ.

მომზადების წესი: პიცის ცომის მოსამზადებლად საჭიროა: 1,5 ჭიქა თბილი წყალი, გამაფხვიერებელი – 2 შეკვრა, 1-4 ზეითუნის ზეთი, 2 სადილის კოვზი შაქარი. მიღებულ ცომს ფქვილი მოვაყაროთ. გავაბრტყელოთ და ზეთი წავუსვათ. შემდეგ ყველი პარმეზანი მოვაყაროთ. ტომატის სოუსი წავუსვათ. ზემოდან ბეკონის ნაჭრები, ბულგარული წიწაკა და პეპერონი დავალაგოთ. ბოლოს ორეგანო, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და ზეთით დავნამოთ. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები