პიცა მარგარიტა

ინგრედიენტები ცომისთვის:
წყალი – 150 მლ;
გამაფხვიერებელი – 1,5 ჩაის კოვზი;
მარილი – 1 ჩაის კოვზი;
ზეთი – 3 სადილის კოვზი;
ფქვილი – 250 – 300 გრ;
გულსართი: პამიდორი – 500 გრ;
მაცარელა – 250 გრ;
ორეგანო, ზეთი, მარილი, წიწაკა.
მომზადების წესი: თასში ჩავასხათ თბილი წყალი და დავუმატოთ გამაფხვიერებელი, შემდეგ შაქარი და კარგად ავურიოთ. გადავაფაროთ ჩაის ტილო და 15 წუთით თბილ ადგილას მოვათავსოთ. შემდეგ მარილი ,ზეთი და ფქვილი დავუმატოთ და ისევ ჩაის ტილო გადავაფაროთ . ცომი კარგად უნდა ამოვიდეს. პამიდორს კანი მოვაცილოთ და წვრილად დავჭრათ. მაცარელა – თხლად. ცომი გავაბრტყელოთ, ზეთი ფორმას წავუსვათ და ზედ ცომი მოვათავსოთ. ცომზე დავალაგოთ პამიდორი და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა . მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუსზე 10 – 20 წუთით, შემდეგ გადმოვიღოთ, დავალაგოთ მაცარელა და 5-7 წუთით ისევ ღუმელში შევდგათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები