ჰოლივუდელი ვარკვლავები: ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი “ტომ ბროკაუს შოუში” გამოვიდნენ. მათ ისაუბრეს ფილმ „ლაზურის ნაპირის“ გადაღების მსვლელობაზე და კიდევ ერთხელ უარყვეს მათი შესაძლო გაყრის შესახებ გავრცელებული ჭორები.
ანჯელინამ მოყვა, თუ როგორ ამხნევებდა მას ქმარი მკერდზე და საკვერცხეებზე ჩატარებული ოპერაციის დროს. ამ ოპერაციას ჯოლი კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების გამო დათანხმდა, რა მიზეზითაც მისი დედა და ბებია გარდაიცვალნენ.
პიტმა განაცხადა, რომ ოპერაციის დროს ძალიან ნერვიულობდა. მან თქვა, რომ ცოლის ეს გადაწყვეტილება მან „მძიმედ აღიქვა“, ვინაიდან ოპერაციის და რეაბილიტაციის პერიოდის დროს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ასევე ვარსკვლავებმა ფილმ „ლაზურის ნაპირზეც“ ისაუბრეს, ვინაიდან მაყურებელს აინტერესებდა, თუ რამდენად ავტობიოგრაფიული იყო ეს ნაწარმოები. ამ ფილმში ბრედი და ანჯელინა წყვილს თამაშობენ, რომლებიც ერთმანეთის სიყვარულით დაიღალნენ და ურთიერთობის რეანიმაციისთვის საფრანგეთის ერთ-ერთ ნაპირზე დასასვენებლად წავლენ.
ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მათი შესაძლო გაყრის შესახებ გავრცელებული ჭორები აურყვეს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Uwkt4oojg_k[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=b-23Nmdvgco[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=QRA3l6qe3UM[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ZdhCG68kMIo[/youtube]