“სამეფო კარის თამაშების” მსახიობმა პიტერ დინკლეიჯმა, რომელიც პერსონაჟ ტირიონ ლანისტერის როლს ასრულებს, სერიალის ფანებს თხოვნით მიმართა. მსახიობმა განაცხადა, რომ ადამიანები ჰასკის ჯიშის ძაღლებს, მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ ისინი სერიალის მგელსაზარებს გვანან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“თუ აპირებთ, რომ ოჯახში ძაღლი აიყვანოთ, დარწმუნდით, რომ ამისთვის მზად ხართ”, – განაცხადა დინკლეიჯმა. ცხოველთა დამცველები ასევე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თავშესაფრებში სპეციალურად არჩევენ ჰასკის ჯიშის ძაღლებს და შემდგომ მათ აბრუნებენ, რადგან სათანადოდ ვერ უვლიან.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Blue Cross-ი ასევე ადასტურებს დინკლეიჯის სიტყვებს. მათი სტატისტიკით, “სამეფო კარის თამაშების” პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ, თავშესაფრებში ჰასკების რადენობამ რვაჯერ მოიამატა. “ჰასკებს ასობით მილის გავლა შეუძლიათ ყინულსა და თოვლში. მათ არ ჰყოფნით მხოლოდ სახლის ხალიჩაზე კოტრიალი და სეირნობა პატარა ქუჩებში”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
სტატისტიკის მონაცმებით, უმეტესობა ძაღლს, რომელიც თავშესაფარში მოხვდა, სახელად “სტარკი” ან “სანსა” ჰქვიათ.
წყარო:http://imedinews.ge