“პირველი ქართველი გავხდი შვედეთში, ვისთანაც ჩიპის იმპლანტაცია განხორციელდა” – დავით მამაცაშვილი

შვედეთში მცხოვრები დავით მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ჩიპის იმპლანტაცია გაიკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნულ ჩიპზეა მისი პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიშიც კი. მისივე თქმით, აღარ მოუწევს სხვადასხვა ბარათის ტარება, რადგან ყოველგვარი ინფორმაცია ინპლანტზეა შენახული.

მამაცაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ყოველივე საქართველოშიც მოიკიდებს ფეხს და წარმატებული იქნება:

“სიხარულით მინდა, გაცნობოთ, რომ გუშინ პირველი ქართველი გავხდი შვედეთში, ვისთანაც ჩიპის იმპლანტაცია განხორციელდა. ცოტა მტკივნეული პროცედურაა, თუმცა ეს ამად ღირდა. სასწაული კომფროტის შეგრძნება დამეუფლა. ბედნიერებისგან ეიფორიაში ვარ! ჩემი პირადი მონაცემები და საბანკო ბარათიც იმ პაწაწუნა ჩიპშია თავმოყრილი. აღარ დამჭირდება უაზრო ბარათების თრევა, როცა საშოპინგოდ გავალ ხოლმე. იმედია, ჩიპის იმპლანტაციებს მასობრივი ხასიათი მიეცემა შვედეთსა და მთელს მსოფლიოში. როგორც ქართველს, დიდი სურვილი მაქვს, მსგავსი იმპლანტების გამოყენება საქართველოშიც მოხდეს. იქნებ, “მოვხოდო” მოლაპარაკებები და საქართველოში მე დავიწყო იმპლანტების ხალხზე იმპლანტირება.

გახდი შემდეგი!”, – წერს დავით მამაცაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები