საქართველოს დამოუკიდებლობა ტფილისის სასახლეში 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა. ამავე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ეროვნული საბჭოსთვის საქართველოს პარლამენტი დაერქმიათ. 9 თვის შემდეგ, საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები ჩატარდა.
1919 წლის 12 მარტს, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პირველი დამფუძნებელი კრება გაიხსნა და ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ღონისძიება დაიგეგმა.
100 წლის წინ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეპოქაში, იშვიათად ნახავდით მამაკაცს წვერის გარეშე. 2015-16 წლებში წვერიანი მამაკაცები მსოფლიო ტრენდად იქცა. არა და, ლამბერები საქართველოში ჯერ კიდევ, სულ მცირე, საუკუნის წინ გვყავდნენ. ამაში დასარწმუნებლად პირველი რესპუბლიკის ქართველ კანონმდებელთა ფოტოებისათვის თვალის გადავლებაც კმარა.