პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონ დოლარს აჭარბებდა – ელიზაბეტ ტეილორი დღეს 84 წლის გახდებოდა

ლეგენდარული მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი 1932 წლის 27 თებერვალს დაიბადა. ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა „ოსკარით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონ დოლარს აჭარბებდა.  მის სამსახიობო კარიერასთან ერთად ყურადღების ცენტრში იყო მისი პირადი ცხოვრებაც. მსახიობი რვაჯერ დაქორწინდა.12798908_1140672989310877_2901157194200798290_n
პირველად ტეილორი 1950 წელს, 18 წლის ასაკში გათხოვდა. ის 24 წლის კონრად (ნიკ) ჰილტონს გაჰყვა ცოლად, რომელიც მსხვილი ბიზნეს-იმპერიის მემკვიდრე იყო. ბევერლი-ჰილზზე გადახდილ ქორწილს 700 სტუმარი ესწრებოდა.
პირველი განქორწინების შემდეგ ლიზ ტეილორი ცოლად გაყვა მასზე ბევრად უფროს ბრიტანელ მსახიობს, მაიკლ უაილდინგს. აღსანიშნავია, რომ ტეილორმა მეორე ქორწილის გადახდა იმავე სასტუმროში გადაწყვიტა, სადაც პირველი ქორწილი ჰქონდა – სასტუმრო Bel Air-ში. თუმცა ამჯერად ქორწილი უფრო მოკრძალებული იყო. ქორწინებამ 5 წელს გასტანა, ხოლო ლიზმა მაიკლს ორი შვილი გაუჩინა.უაილდინგთან განშორების შემდეგ ტეილორმა 1 თვეში იქორწინა ჰოლივუდელ პროდუსერ მაიკლ ტოდზე. მას მეუღლე ძალიან უყვარდა, ისევე როგორც ლიზს – ყოველ შაბათს წყვილი ქორწინების მცირე “წლისთავს” აღნიშნავდა. 1958 წელს, სწორედ ამ თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას ტოდი დაიღუპა. ელიზაბეტიც ქმართან ერთად ამ თვითმფრინავში უნდა მჯდარიყო, თუმცა მსახიობი12801599_1140672402644269_3032380338727950092_n შეუძლოდ გახდა და გაფრენა გადაიფიქრა. ტეილორს ტოდისგან ერთი გოგო დარჩა, რომელსაც დედის სახელი დაარქვეს. ელიზაბეტის მომდევნო რჩეული მომღერალი ედი ფიშერი იყო. ფიშერმა ელიზაბეტის გამო თავისი მეუღლე – დები რეინოლდსი ორ ბავშვთან ერთად მიატოვა. ედი ებრაელი იყო, ამიტომ ქორწინებამდე ელიზაბეტ ტეილორმა იუდაიზმი მიიღო. ქორწინება ლას-ვეგასში, 1959 წლის მაისში გაიმართა. ფიშერი ელიზაბეტს ყველაფერში აღმერთებდა. ელიზაბეტის და ფიშერის დაშორების მიზეზი მის ცხოვრებაში მსახიობი რიჩარდ ბარტონი გამოჩნდა. ბარტონი ელიზაბეტმა “კლეოპატრას” გადაღებებზე გაიცნო. ელიზაბეტის მსგავსად მეუღლე რიჩარდ ბარტონმაც დატოვა. მსახიობებმა გაცნობიდან 3 წელში – 1964 წელს იქორწინეს. ქორწილი მოკრძალებული იყო – ახლადდაქორწინებულებმა ქორწილში მხოლოდ 11 ადამიანი დაპატიჟეს. ტეილორისა და ბარტონის ქორწინება “ფეთქებადსაშიში” გამოდგა – მათ ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ, მაგრამ ასევე ძლიერ ეჭვიანობდნენ ერთმანეთზე. წყვილმა გრანდიოზული სკანდალებით “გაითქვა სახელი”. ტეილორი ალკოჰოლს მიეძალა. ბარტონი და ტეილ10632690_1140672855977557_630038885886236315_nორი 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
1975 წელს, განქორწინებიდან ერთი წლის თავზე რიჩარდი და ელიზაბეტი კვლავ შეუღლდნენ, მაგრამ მეორე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1976 წელს ისინი მეორედ და ამჯერად საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ლიზი ამბობდა, რომ მას და რიჩარდს არაფერი გამოუვიდათ, რადგან ერთმანეთი “ძალიან უყვარდათ”.
ბარტონთან დაშორების შემდეგ 4 თვეში ტეილორი კვლავ დაოჯახდა. მეშვიდე ჯერზე მას ხელი ვირჯინიის შტატის სენატორმა ჯონ უორნერმა სთხოვა. მომდევნო ქმარი ლარი ფორტენსკი ტეილორმა სარეაბილიტაციო კლინიკაში, 90-იანი წლების დასაწყისში გაიცნო. ასაკობრივი სხვაობა წყვილს შორის 20 წელი იყო. ფორტენსკი და ტეილორი ერთად 5 წელი ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ტეილორმა, თავისი ასაკისთვის სერიოზული ტრავმა – მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა მიიღო. ქმარმა არ ისურვა ავადმყოფი ცოლის გვერდით ყოფნა და გაიქცა. 1996 წელს ისინი ოფიციალურად გაეყარნენ.

ტეილორს 90-იანი წლების ბოლოს ტვინის სიმსივნე მოკვეთეს, ხოლო 2000 იანი წლებში, კანის კიბოს მკურნალობა დაიწყო. 2011 წლის 23 მარტს კი ლოს-ანჯელესში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

  10155805_1140673092644200_6919479438881752145_n

12801480_1140673105977532_2356184417763864084_n

1915707_1140672892644220_1548816297313972521_n

12800324_1140672799310896_2946777569149969733_n

12321641_1140672475977595_7773637657006941092_n

კომენტარები

სხვა სიახლეები