პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ზოგიერთი ძველ კონტაქტებსაც გაამყარებს და ახალ პარტნიორებსაც გაიჩენს. გულგრილი ნუ დარჩებით იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც თქვენ გარშემო ხდება.

კურო
საქმეების გამო დასვენებას ვერ შეძლებთ, რაც უფრო ახლოვდება შვებულება, მით იმატებს შესასრულებელი საქმეების რაოდენობა. თუმცა, დღეს საღამოს ცოტა ხნით უნდა განიტვირთოთ, მეგობრებს შეხვდეთ და იმხიარულოთ.

ტყუპი
სურვილების ასასრულებლად კანონის დარღვევას და მეგობრებთან ურთიერთობის გაფუჭებას არ გირჩევთ.

კირჩხიბი
თუ სხვები ისვენებენ, თქვენ უნდა იმუშაოთ. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად, ახალი საქმეების დასაწყებად.

ლომი
გადაღლილი ხართ და საქმეების დაწყება, მუშაობა გაგიჭირდებათ. ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ კოლეგების მიერ შესრულებულ სამუშაოს. აკონტროლოთ კონკურენტები.
ქალწული
მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. ყურადღებას მოითხოვს ჯანმრთელობაც. განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის სისტემა. სხვა დღისთვის გადადეთ ოპერაციები მუცლის ღრუზე. კარგი დღეა სისხლისა და ღვიძლის გასაწმენდად, კანის დაავადებების სამკურნალოდ.

სასწორი
მოაგვარეთ პირადი და საოჯახო საკითხები. დღის მეორე ნახევარში სიურპრიზები და საჩუქრები გელით.

მორიელი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას კარგი დღეა ლოცვის, იოგისა და მედიტაციისთვის.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება გმართებთ ახალ პროექტებზე მუშაობისას. აგრეთვე, პირადი შეხვედრებისა და ურთიერთობის გარჩევისას.

თხის რქა
კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, ცოდნის გასაღრმავებლად. ზოგიერთს საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა მოუწევს. რაც უფრო სერიოზულად განეწყობით მოვალეობების მიმართ, მით მეტად დაგასაჩუქრებთ განგება.

მერწყული
ან მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ან დღეს ისეთ საქმიანობას შეასრულებთ, რაც მომავალში ფინანსურ სტაბილურობას მოგანიჭებთ.

თევზები
დილიდან სწორად გადაანაწილეთ დრო და დაგეგმეთ შესასრულებელი საქმეები. მცირე უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები