პირველი თოვლით გახარებული დათვი ეზოში შეიპარა და ბურთით თამაში დაიწყო(ვიდეო)

კოლორადოში ერთ-ერთი სახლის პატრონმა სკოტ ვილჰაიტმა  საკუთარ ეზოში შემთხვევით დათვი შენიშნა, რომელიც თოვლში გორაობდა და ბურთით თამაშობდა.

სახალისო კადრები სახლის მეპატრონეებმა ვიდეოკამერით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

“ტელეფონზე ვსაუბრობდი, როდესაც უეცრად დათვი შევნიშნე, რომელიც ეზოში ძვრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებელმა ჩემი შვილების ბურთი დააზიანა, ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ მისი დანახვით, “- წერს სოციალურ ქსელში სკოტ ვილჰაიტი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები