“პირველად შემეშინდა იმის, რომ შესაძლებელია ომი დაიწყოს” – პოლონეთის საზღვარზე 9 ათასი სამხედროა მობილიზებული

პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე მობილიზებულია 9 ათასი სამხედრო შეიარაღებული პირი და 12 ათასი მიგრანტი ელოდება პოლონეთში შემოსვლას, რომ გზა გერმანიისკენ გააგრძელონ. ამის შესახებ, ჟურნალისტი, ეკატერინე ლემონჯავა სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან რთული ვითარებაა პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე. დაახლოებით 12 ათასი მიგრანტი ელოდება პოლონეთში შემოსვლას, რომ გზა გერმანიისკენ გააგრძელონ.
ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნები რეალურად შეიარაღებული კონფლიქტის საშიშროების წინაშე დგანან. პოლონეთის საზღვარზე მობილიზებულია 9 ათასი სამხედრო შეიარაღებული პირი. ამბობენ, რომ მიგრანტების მხრიდანაც დგანან შეიარაღებული სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფები, რომელთაც იარაღი თითქოსდა უკრაინის კონფლიქტური ზონებიდან მიეწოდებათ.
გუშინ პოლონეთის პრემიერმა კრიზისში ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი. ცხადია, რუსეთმა ეს უარყო. ლუკაშენკო კი ევროპას გაზის გადაკეტვით ემუქრება.
მიგრანტები საზღვართან თავად ბელორუს სამხედროებს მოყავთ და შემდეგ მათ დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. მიგრანტებს ერაყში სპეციალური ტურისტული სააგენტოები ემსახურებიან, რომლებიც სამსახურს პირდებიან გერმანიაში – გამიზნულად იტყუებიან, ხალხი საზღვართან მოყავთ, რომ ზუსტად ეს შედეგი დადგეს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ტყეში, იქ, სადაც მხოლოდ ცეცხლი შეიძლება დაანთონ. წყალიც კი არა აქვთ.
სიმართლე გითხრათ, პირველად შემეშინდა იმის, რომ შესაძლებელია ომი დაიწყოს. აშშ-მ გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
ფოტო: tvn24.pl”- წერს ეკატერინე ლემონჯავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები