პირაჰანი – ყველაზე უცნაური ტომი მსოფლიოში, რომელსაც დროის ცნება არ გააჩნია

პირაჰანის ტომის ინდიელები საკუთარ შვილებსაც კი ვერ ითვლიან და არა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჰყავთ, არამედ, უბრალოდ,  თვლა არ იციან.
ისინი ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. პირაჰანების რაოდენობა 500-ს არ აღემატება.

ენის უნიკალურობა:
რაოდენობის აღსანიშნავად ენაში არ არსებობს ციფრები. არის მხოლოდ სამი სიტყვა: ცოტა, ბევრი და ძალიან ბევრი, რომლითაც 1-ზე მეტი საგნის აღნიშვნა შეუძლიათ. თუ რამის ყიდვა უნდათ (მათ სოფელში დროდადრო “მოძრავი მაღაზია” დადის), სავაჭროდ მისულებს, თევზი აქვთ მიტანილი და მაგ., თოკში შეიძლება, 5 თევზი შესთავაზონ, მაისურში –7 და ა. შ.

მათ ენაში არც ფერის აღმნიშვნელი სიტყვები არსებობს. თუმცა, ლინგვისტები ფიქრობენ, რომ პირაჰანები ფერებში შავს, თეთრს, წითელსა და მწვანეს მაინც არჩევენ, რისთვისაც რამდენიმე სიტყვის კომბინაციას იყენებენ: მაგ., შავი – როგორც ჭუჭყიანი სისხლი არის. ხოლო, თეთრი – როდესაც ჩანს. პირაჰანებს არც დამწერლობა გააჩნიათ და რომც ჰქონდეთ, ანბანში სულ 10 სიმბოლო ექნებოდათ: 3 ხმოვანი და 7 თანხმოვანი. ისინი აზრს ყოველთვის მარტივივი წინადადებებით გამოთქვავენ, ყოველგვარი “თანწყობისა” და “ქვეწყობის” გარეშე.

დრო
ამ ხალხს არ გააჩნია დროის ცნება. მათთვის არანაირი მნიშვნელობა  აქვს წარსულსა და მომავალს…
სოციოლოგების აზრით, ისინი ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან დედამიწაზე. მათ არ აქვთ დროის შეგრძნება და არასდროს აწყობენ სამომავლო გეგმებს. ისინი მხოლოდ აწმყოში ცხოვრობენ და არც წარსულზე ფიქრით იკლავენ თავს. იმაზე, თუ რა გზა გაიარა ტომმა, ვინ იყო მათი ბელადი, 40–50 წლის წინ ან იყო, თუ არა ვინმე – დღეს უკვე ვერავინ გაიგებს. არანაირი კოლექტიური მეხსიერება, არანაირი მოგონებები გუშინდელ დღეზე, – რაც იყო, – იყო და რაც იქნება – იქნება, – ამბობენ პირაჰანები.

რწმენა
მათ არ სწამთ ღმერთის და, შესაბამისად, არ გააჩნიათ ღმერთისა და ნებისმიერი სხვა ზებუნებრივი არსებების ცნება, – არანაირი შამანები და წინაპართა სულები. არ გააჩნიათ ლეგენდები და მითები. მათთვის უმთავრესი თავისუფლებაა, ხოლო რელიგია, როგორც თავად ამბობენ, გარკვეულ მორჩილებასა და შიშს მოითხოვს.

ამერიკელმა მისიონერმა დანიელ ევერეტმა 25 წელს იცხოვრა მათთან. მაგრამ ვერცერთი პირაჰანელის რწმენაზე მოქცევა ვერ შეძლო და უფრო მეტიც, თავადაც ათეისტი გახდა. პროფესიით ლინგვისტმა, ანაფორა გაიხადა და სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო. ის ამაზონში პერიოდულად ბრუნდებოდა და ინდიელთა ტომის შესწავლას აგრძელებდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან – 2009 წლამდე, მეცნიერმა არაერთი საველე ექსპედიცია ჩაატარა და ამ ადამიანების შესახებ ბევრი რამ შეიტყო. როგორც ის აღნიშნავს, ამ ტომის ადამიანები უშფოთველად ცხოვრობენ და ამგვარი ყოფით, სრულიად კმაყოფილები არიან.

ამ “ბედნიერ” ადამიანებს დღე–ღამეში მხოლოდ 4 საათი სძინავთ, რადგან თვლიან, რომ ძილი მათ სიცოცხლის ძვირფას დროს ართმევს: სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა, რომ ის ძილზე დავხარჯოთ – თვლიან ისინი.
როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მათი ენა და კულტურა პალეოლითის გადმონაშთი არ არის. ეს ტომი ათასი წლის მანძილზე, სრულ იზოლაციაში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხების რეგრესის ტიპური ნიმუშია.

წყარო:https://www.allnews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები