„განადგურებული ვარ იმით, რაც ახლა ავსტრალიაში საზარელი ტყის ხანძრების გამო ხდება. ადგილობრივ სახანძრო განყოფილებებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან 500 ათას დოლარს ვურიცხავ“, – წერს ფინქი.
ცნობისთვის, ავსტრალიაში უკვე რამდენიმე თვეა ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისთვის ინფორმაცია 12 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება. დანგრეულია 700-მდე სახლი და დამწვარია 3 მილიონამდე ჰექტარი. ხანძარს ავსტრალიის 5 შტატში ებრძვიან