ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, თავისი „ბუშტების სასახლეს“ ყიდის,- ამის შესახებ ჟურნალი „ფორბსი“ იუწყება.
დიზაინერი ვილას 417 მილიონ ევროდ (455 მილიონი დოლარად) აფასებს.
ვილა ცნობილია არა მარტო დიზაინის წყალობით, არამედ იმითაც, რომ მასში თავს მსოფლიოს ბომონდის წარმომადგენლები იყრიდნენ. სხვადასხვა დროს კი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების მოდების ჩვენებებიც იმართებოდა. კომპლექსი 100 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და რამდენიმე აუზს, ბაღებს, დასვენების ადგილებს და ველობილიკებს აერთიანებს. საცხოვრებელი ვილა 28 ოთახისგან შედგება. სახლს ათი მრგვალი ფორმის საძინებელი აქვს.
სხვა სიახლეები