პეტრე კოლხი: ცარისტული იმპერიის მუქარას უპირობოდ ვემონებით

სოციალურ ქსელში მამა პეტრემ პოსტი გამოაქვეყნა.
“გული მწყდება, დილას რუსი სასულიერო პირის, ალფეევის ხსენებით რომ ვიწყებ…
გული მწყდება, რომ საუკუნეებია ცარისტული იმპერიის მუქარას გუნდრუკს ვუკმევთ და უპირობოდ ვემონებით…
ასპინძის ომი გამახსენდა, თურქულ მხარესთან საქართველო რუსეთმა პირისპირ რომ მიატოვა. ჯერ დაპირება იყო, შემდეგ ღალატი… კრწანისის ომშიც იგივე მოხდა…
სწორედ რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. დიახ, რუსული დამპყრობლური ეკლესიის გადაწყვეტილებით გაზიდეს უამრავი სიწმინდე საქართველოდან… მათ შორის იყო, დავით გარეჯში შაჰ აბასის მიერ წამებული ათასობით ბერის წმინდა ნაწილები…
ეგზარქოსებმა დაწყევლეს და გაანადგურეს საქართველო…. წაშალეს ფრესკები, ქართული წარწერები…
ახლა კი აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიით გვევაჭრება…
იმ კუთხის ეკლესიაზე გვესაუბრება, რომელიც ისედაც წაგვართვეს… პუტინის მზაკვრულ პოლიტიკასთან ერთად, რუსული ეკლესია დაუღალავად იღწვის ქართველი ერის დაპყრობაზე…
ის უსირცხვილოდ ცრუობს და კრეტის კრებაში მონაწილეობის არ მიღებას ჩვენ გვაბრალებს… ქართული ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების გამო, არა – პირიქით, ისევ, რუსული აგრესიის შიშის გამო, ქართულმა მხარემ არ მიიღო მონაწილეობა…
ალფეევის უსუსური განცხადება ნათლად მოწმობს იმას, რომ მათი ღმერთი მუქარა და ძალადობაა…
რუსულმა დრომოჭმულმა რელიგიურმა მონობამ ჯეროვნად ვერასდროს შეაფასა საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვა…
მებრალები მიტროპოლიტო, საბოლოო სიტყვას ღმერთი ამბობს, ის ღმერთი, რომელიც თქვენი სახელწიფოს და ეკლესიის ცხოვრების წესით უარყავით!…” – წერს მამა პეტრე.

კომენტარები

სხვა სიახლეები