პეტრე კოლხი: ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია… ვალენტინობა არა ის

სასულიერო პირი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში “ვალენტინობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“ყოველი დღე შენია.ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის. ყველა გეძებს, ყველას სჭირდები. საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან. ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია… ვალენტინობა არა ის”, – წერს პეტრე კოლხი.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები