პეტრე კოლხი: ვერ უღალატებს წინაპრების ძვლებს. სხვის დასანახად დადის მეჩეთში, გულში კი ქრისტე ჰყავს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი პეტრე კოლხი ფეისბუქის გვერდზე იმ ახალგაზრდაზე წერს, რომელიც ზაქათალაში ცხოვრობს, მაგრამ ქართველობა და ქრისტიანობა ენატრება. მისი განცხადებით, ახალგაზრდის ისტორიამ მასზე განსაკუთრებით იმოქმედა, რადგანაც ეს არის ადამიანი, რომელიც ადვილად იცხოვრებს, ქართველობაზე რომ საბოლოოდ თქვას უარი, მაგრამ ვერ უღალატებს წინაპრების ძვლებს. სხვის დასანახად დადის მეჩეთში, გულში კი ქრისტე ჰყავს,- წერს მამაო.
“აუდიტორიაში სტუდენტი იჯდა ზაქათალადან. მას არ დავასახელებ, პრობლემა რომ არ შეექმნას. თვალს ვერ ვუსწორებდი, უჩვეულოდ გულწრფელად და დაუფარავად ისაუბრა. ქართველობა და ქრისტიანობა რომ ენატრება, უნივერსიტეტშიც იმიტომ ჩააბარა. სურვილი აქვს მოინათლოს, მაგრამ იცის, რომ ,,მის” ქვეყანაში მოღალატედ გამოაცხადებენ. ამისთვისაც მზად არის, ოღონდ ჩვენი მხრიდან იგრძნოს მხარდაჭერა, დაინახოს ის, რომ ასეთ გმირებზე ჩვენი ქვეყანა ზრუნავს და ფიქრობს. გაუხარდა, ჩვენი პრეზიდენტი მარნეულში აზერბაიჯანელების დღესასწაულს რომ დაესწრო, ყურადღება და ერთი თბილი სიტყვა მასაც მოუნდა. იქ ადვილად იცხოვრებს, ქართველობაზე რომ საბოლოოდ თქვას უარი, მაგრამ ვერ უღალატებს წინაპრების ძვლებს. სხვის დასანახად დადის მეჩეთში, გულში კი ქრისტე ჰყავს. ალაზნის გამოღმა საქართველოს ვერ ვგრძნობ, როცა გაღმა ობლად დარჩენილი, შორეული იმედის მოლოდინში, ერთი შეუმჩნეველი ქართველი უფრო მეტი საქართველოა…”,- წერს კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები