პეტერბურგელი კონდიტერები პუტინის 70- კილოგრამიან შოკოლადის ქანდაკებაზე მუშაობენ

სანქტ-პეტერბურგელმა კონდიტერებმა პუტინის შოკოლადის ქანდაკებაზე მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ქანდაკების დამზადებაზე, ჯამში, 70 კილოგრამი შავი შოკოლადი დაიხარჯება. კონდიტერების თქმით, შოკოლადის სკულპტურა 5-6 დეკემბრის შოკოლადის დღესასწაულისთვის მზად იქნება. მათივე განმარტებით, საბოლოო ვერსიაში პრეზიდენტს საჩვენებელი თითი მაღლა ექნება აღმართული.
„ შოკოლადი, რომლის სკულპტურაც მზადდება, სწორედ ფიგურების დასამზადებლადაა განკუთვნილი და ჩვეულებრივ შოკოლადზე უფრო გამძლეა, უფრო მეტად უძლებს სითბოს და გემოსაც მეტხანს ინარჩუნებს“, – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ ლუბჩენკოვმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები