„პერო არ მოგძვრეთ“ – ანრი ჯოხაძის და შუშანას გამოსვლას ეხმაურება

მომღერალ ანრი ჯოხაძის და, მაგდა ჯოხაძე „მხოლოდ ქართულში“ გორელი კონკურსანტის, შუშანას გამოსვლს ეხმაურება.

მაგდა ჯოხაძე შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შუშანა, ფილოსოფიის გამოცდის ჩასაბარებლად არ მისულა, ეს ქალბატონი ,,მხოლოდ ქართულში” მივიდა, იმ ნიჭის გამოსავლენად, რომელიც უდაოდ აქვს. ვინმეს ქვა ესროლა?! რამ გადაგვაშენა, რამ გადაგვაგვარა ადამიანები?! წრფელი, ალალი, თუნდაც ასე გრძნობით ნამღერი რატომ არის აბუჩად ასაგდები? ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ რიგი ადამიანების კომენტარებზე. შუშანა… რომელი ვართ ამ ადამიანზე უკეთესი? უკეთ ვიცვამთ, უკეთ ვიკვებებით და უკეთ ვართ შენიღბული, ვითომ გულმოწყალე და სიკეთის ნიღბით? თუმცა, ეს მასაზე ნამდვილად მუშაობს… (პერო არ მოგძვრეთ!!!) ოღონდ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნიღაბი გვძვრება და ერთმანეთის ხორცის ჭამით ვართ დაკავებულნი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ვაი ერო! ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ ისეთების, როგორებიც ვართ და მხოლოდ ამის შემდეგ შევდგებით ღირსეულ ერად“, – წერს მაგდა ჯოხაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები