პეროგი ხაჭოსა და ალუბლის კრემით

 

ინგრედიენტები:
კვერცხი – 2 ცალი,
კარაქი – 100 გრ,
გამაფხვიერებელი – 2 ჩ/კ,
ფქვილი – 300-350 გრ.
შიგთავსისთვის: ხაჭო – 500 გრ, უკურკო ალუბალი – 350 გრ, არაჟანი – 250 გრ, შაქარი – 100 – 120 გრ.

მომზადების წესი:

ცომის მომზადება: კარაქი შაქართან ერთად ავთქვიფოთ. კვერცხი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი დავუმატოთ. საცხობ ფორმას ცხიმი წავუსვათ და ცომი შიგნით გავაბრტყელოთ. ვამზადებთ შიგთავსს: ხაჭო არაჟანს შევურიოთ. შაქარი და ალუბალი დავუმატოთ და ავურიოთ. მიღებული შიგთავსი ცომზე გადავიტანოთ. ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ და 30-35 წუთით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები