პერის ჰილტონი თხოვდება (ფოტო)

აღსრულდა!!! _ პერის ჰილტონი თხოვდება. კოლორადოში სათხილამურო კურორტზე, 36 წლის ბიზნეს-ლედის, ხელი მისმა 32 წლის მოდელმა და მსახიობმა ბოიფრენდმა, კრის ზილკიმ შესთავაზა.
ვარსკვლავმა ემოციები სოციალურ ქსელებში ფოლოვერებს გაუზიარა:
„მე დავთანხმდი! ძალიან გახარებული და აღტაცებული ვარ იმით, რომ დანიშნული ვარ ჩემი ცხოვრების სიყვარულთან, ჩემ საუკეთესო მეგობართან და მონათესავე სულთან, ჩემთვის ყველანაირად იდეალურ ადამიანთან, წარმოუდგენლად ერთგულ, ნაზ, მოსიყვარულე და კეთილ ადამიანთან. მე ყველაზე იღბლიანი ვარ, მთელ დედამიწაზე! შენ – ჩემი ოცნება ხარ, რომელიც ახდა! მადლობა, რომ ზღაპრის არსებობა დამიმტკიცე“, _ მიმართა პერისმა კრისს.

კომენტარები

სხვა სიახლეები