„დაუდგენელი საჰაერო ფენომენი“, – CNN–ის ცნობით, პენტაგონმა ოფიციალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტია დაფიქსირებული.
ვიდეოებზე ჩანს სწრაფად მფრინავი ობიექტები, რომლებიც ინფრაწითელმა კამერებმა დააფიქსირეს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი ვიდეო 2004 წლის ნოემბერშია გადაღებული, ხოლო ორი – 2015 წლის იანვარში.
2017 წელს ვიდეოები არაოფიციალურად გავრცელდა და პენტაგონს მასზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ამ დროისათვის საჭიროდ მიიჩნია ორიგინალი ვიდეომასალის გამოქვეყნება, რათა მსოფლიო საზოგადოებაში საეჭვო კითხვები არ გაჩენილიყო.