პენსიების გაცემის წესი იცვლება – სიახლეები, რომლებიც საზოგადოებას ელის

საზოგადოებას უახლოეს მომავალში სიახლეები ელის. ამის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:

„იცვლება პენსიების გაცემის წესი

პენსიონერებს, ყოველი თვის 14 რიცხვში პენსიის ასაღებად უხდებოდათ გრძელ რიგში დგომა.

ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად, პენსია ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე – რომელიმე ერთი კონკრეტული თარიღით.

გადანაწილდება ნაკადები, მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება.

იწყება პროექტი „იმუშავე საქართველოდან“

მთელს მსოფლიოში დასაქმებულთა დიდი ნაწილი, დისტანციურ – ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

„იმუშავე საქართველოდან“ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პლატფორმა, რომელიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველ, მაღალანაზღაურებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უმასპინძლებს.

95-ზე მეტი ქვეყნიდან, საქართველოში მინიმუმ 180 დღით ჩამოსვლის მსურველები, წინასწარ, stopcov.ge-ზე შეავსებენ სპეციალურ ფორმებს, რის შემდეგაც მათ საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყონ 2-კვირიანი კარანტინი და ტესტირება.

25 ივლისს და 11 აგვისტოს, სტუდენტები რომლებსაც სამუშაო მოწვევა ჰქონდათ გერმანიიდან, სახელმწიფოს დახმარებით სპეციალური ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ ბერლინის მიმართულებით.

ახლაც, ახალგაზრდობის სააგენტომ კოორდინირებულად იმუშავა სამთავრობო უწყებებთან და შესრულდება მესამე ჩარტერული რეისი – 8 სექტემბერს – თბილისი–ბუდაპეშტის მიმართულებით.

სპეციალური რეისით ისარგებლებენ როგორც უნგრეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში მიმავალი სტუდენტები. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, განათლების საერთაშორისი ცენტრის სტიპენდიანტები, რომლებიც უნგრეთის გავლით მოახერხებენ თავიანთ უნივერსიტეტებში ჩასვლას.

ბილეთების ფასი კვლავ არაუმეტეს 199 ევრო იქნება“

კომენტარები

სხვა სიახლეები