“იგრძენი თავდაჯერებულობა 650 დოლარად გაითეთრე პენისი” – პროცედურა, რომელზეც მოთხოვნა დიდია

ტაილანდში, რომელიც ცნობილია თავისი პლასტიკური ქირურგიით, პოპულარობას უჩვეულო პროცედურა იძენს-პენისების გათეთრება.
ასეთ მომსახურებას ბანგკოკში მდებარე ერთერთი პლსტიკური ქირურგიის კლინკა გვათავაზობს, რომლის განცხადებით მისი სპეციალისტები ლაზერის მეშვეობით პაციენტის ეპიდერმისში მელანინის პიგმენტის შემცირებას ახდენს, რაც კანის გათეთრებას იწვევს. მთლიანი კურსის ღირებულება 650 დოლარია.
როგორც BBC წერს კანის გათეთრება დიდიხანია მოდაში შევიდა აზიის ქვეყნებში, სადაც მუქი კანი ღია სივრცეში ფიზიკურ შრომასთან და შესაბამისად სიღარიბესთან ასოცირდება. მაგრამ სასქესო ორგანოს გათეთრებაზე ადრე არ ყოფილა მოთხოვნა და შესაბამისად ახალმა გატაცებამ სოციალურ ქსელში არც თუ ისე დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. მიუხედავად ამისა მსურველთა რიგი მაინც იზრდება. “The Sun” გამომცემლობის თანახმად ყოველთვიურად ამ პროცედურაზე დაახლობით ასი მამაკაცი ეწერება.
კლინიკის ერთეთი კლიენტი ამბობს,  “მსურს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობდე თავს საცურაო საცვალში”. მომსახურება ასევე პოპულარულია მამაკაცს გეებს და ტრანსვესტიტებს შორის.

კომენტარები

სხვა სიახლეები