ცოლ-ქმარს, მეგან და ერიკ ბურგებს, აშშ-ს შტატ ლუიზიანადან, სასამართლომ ერთობლივად 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასეთი სასჯელი წყვილმა, 13 წლის გოგონას წამებისა და მასზე სექსუალური ძალადობისთვის მიიღო.
60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოძალადე, ერიკ ბურგს, ხოლო 40 წლით – მის ცოლს, მეგანს. 28 წლის ერიკ ბურგმა და მისმა 25 წლის მეუღლემ აღიარეს 13 წლის გოგონას გაუპატიურება. ამ წყვილის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად სასტიკი იყო, რომ პროკურორმა უარი თქვა სასამართლოს კედლებში საქმის დეტალების საჯარო განხილვაზე.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი მინიმუმ ორჯერ მაინც გახდა – 2014 და 207 წელს, თუმცა ბრალდებულებმა მხოლოდ ერთ-ერთი დანაშაული აღიარეს.
სასამართლომ დამნაშავეებს მკაცრი სასჯელი გამოუტანა, მათ არც ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნის უფლება ექნებათ.
როგორც აღნიშნული საქმის პროკურორმა თქვა, მათ შემთხვევაში ეს რბილი განაჩენია, რომელიც მათ დანაშაულის აღიარების გამო მიიღეს.
გარდა ამისა, ცოლ-ქმრის მონაცემებს სიცოცხლის ბოლომდე სექსუალური დამნაშავეების რეესტრში შეიტანენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ოდესმე მოახერხებენ თავისუფლებაზე გასვლას, ყველა გარშემომყოფს ეცოდინება მათ მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ.
სხვა სიახლეები