„პედოფილიის საქმე გვქონდა, ბაბუსაგან შვილიშვილზე, დედამ ძლივს გაბედა ჩივილი“ — ბაია პატარაია ბათუმის პოლიციას მადლობას უხდის

ძალიან კარგი ამბავი გვაქვს: პედოფილიის საქმე გვქონდა ბაბუსაგანშვილიშვილზე, ძლივს გაბედა დედამ ჩივილი, ძალიან ეშინოდა, რადგან მასზეც ძალადობდნენ ოჯახში, – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვიმუშავეთ ბათუმის პოლიციასთან და პროკურატურასთან. იმდენად ღია არმოჩნდნენ, რომ წიგნები მოგვთხოვეს და საფარის დაწერილი კომენტარები სქესობრივ დანაშაულებზე გავუგზავნეთ. რასაც ქვია იმეცადინეს და ყველაფერი კარგად გააკეთეს, ბრალიც წაუყენეს და ბათუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.

 

ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება, როცა შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ ისწავლო, გაერკვე და ბავშვის ინტერესებიდან ამოხვიდე. გარყვნილ ქმედებებზე თბილისში ვერ ვაყენებთ ხოლმე შედეგს და ყოჩაღ და მადლობა ბათუმს. Tamuna Lukava ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება ბავშვების პედოფილიისაგან დაცვაში, “- ბაია პატარაია.

კომენტარები

სხვა სიახლეები