“პატრული მოვიდა 4 წუთში და ყველაფერი სწორად გააკეთა”- რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ პარკში

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი გიორგი გოგუაძე  თბილისის ერთ-ერთ პარკში გადახდენილი ისტორიის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს.

“ბავშვს ვასეირნებთ, დავინახე კაცი ქალს სცემს სკვერში, აშკარად აფექტშია. მივედი რომ გამერიდებინა ეს კაცი, დამიყვირა და ხელი ჯიბისკენ წაიღო (სავარაუდოდ დანისთვის) გავერიდე, რადგან მსგავს სიტუაციაში რემბოობა არ ვარგა. 3 მეტრი გავიარე და დავრეკე პატრულში, პატრული მოვიდა 4 წუთში და ყველაფერი სწორად გააკეთა. უბრალოდ სხვა ადამიანებმა ვინც იქ იყვნენ თქვეს რომ არაფერი დაუნახავთ ყველა ფემიციდის შემთხვევაში საზოგადოების პასუხისმგებლობის წილი რომ დიდია აღარ მიკვირს”,- წერს გიორგი გოგუაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები