კანადის ქალაქ დარტმუნტის მცხოვებმა თავისი კატა – ბალუ მონრეალში ფოსტით გაგზავნა. ამანათების შეფუთვის დროს მან ვერ შეამჩნია როგორ შეძვრა მისი ოთხფეხა მეგობარი ერთ-ერთ ამანათში და დაიძინა. მას მერე რაც, მან ამანათები კურიერს გაატანა, ბალუს არყოფნა შეამჩნია. ქალმა კატა ვერ იპოვა, თუმცა ერთი დღის შემდეგ მას საკურიერო კომპანიის წარმომადგენლებმა დაურეკეს.
„მკითხეს -„ ამანათით კატა თქვენ გაგზავნეთ?“ -ამბობს ახლა ის მედიასთან.
ცხოველი იმ სატვირთო მანქანის მძღოლმა აღმოაჩინა, რომელსაც ამანათები გადაჰქონდა. ბალუმ ამანათის ყუთში ნახვრეტი გააკეთა და გამოძვრა, რის მერეც კნავილით აიკლო იქაურობა. ის დროებით ცხოველთა თავშესაფარში შეიფარეს, შემდეგ კი უკან – სახლში დააბრუნეს.
სხვა სიახლეები