რუსეთში, ორლოვსკის ციხის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს და ერთმანეთს “ქურდული სამყაროს” ლოზუნგად ქცეული ფრაზით – “ქურდებს სიცოცხლე. სამუდამოდ”. – მიულოცეს. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში 31 მაისს გავრცელდა.
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი მაქსიმენკომ კი ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ორლოვსკის კოლონიის უფროსსა და მის მოადგილეს, აღნიშნული ინციდენტის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
მაქსიმენკოს თქმით, დღესასწაულების აღნიშვნა კოლონიის წესებს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ციხის ან კოლონიის ზედამხედველობის ქვეშ, რათა მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.