პატარა დაჩის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – “ოპერაციის დროულ ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”

პატარა დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება:

“როცა სამყაროს ხმის გაგონებისას თითოეული წამი შენი პატარას განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს… უკიდურესად ძნელია, დაიცადო, ელოდო და უმოქმედოდ იყო. სწორედ ამ გარემოებებმა გადამაწყეტინა თქვენთვის დახმარების თხოვნა და ალტერნატიული გზების ძიება.
დაჩის, სრულიად მოულოდნელად, სმენის მძიმე ორმხრივი ნეიროსენსორული დაქვეითება
დაუდგინდა. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე, სასწრაფოდ
ესაჭიროება კოხლეარული იმპლანტაცია, რაც სრულად აღუდგენს სმენას, თუმცა,
მხოლოდ ადრეულ ასაკშია ეს შესაძლებელი, ოპერაციის დროულ ჩატარებას
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ოპერაციის ჩასატარებლად რეკომენდებული ასაკი არის 9-დან 18 თვემდე. დრო კი ძალიან ცოტა დაგვრჩა, რადგან დაჩი უკვე 1,3 წლისაა და დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. გევედრებით, დაგვეხმარეთ, დაჩის დროულად ჩაუტარდეს ოპერაცია, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებული იყოს და მისი უნარები სრულყოფილად აღდგეს.
ორმხრივი იმპლანტაციის ხარჯები მოიცავს 70,500 ევროს. თუმცა, ამ ეტაპზე, იმისათვის, რომ დრო არ დავკარგოთ, ჩვენი მიზანია, ერთი ყურის იმპლანტის თანხა მოვიძიოთ და უმოკლეს დროში გავუკეთოთ ოპერაცია.
მიეცით დაჩის შანსი, ესმოდეს და ილაპარაკოს. ძალიან გთხოვთ, ნუ დამიკარგავთ ამ ერთადერთ იმედს და არ გამწიროთ უსასრულო ტკივილისთვის.
მაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი”

#დაჩისთვის #გააგონედაჩისჩემიხმა

საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის მსურველთათვის

paypal.me/paypalgagniashvili

✅საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი
მიმღების სახელი: თამაზი არჩუაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი: #GE56BG0000000593652800
ლიბერთი ბანკი
მიმღების სახელი: თამაზი არჩუაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი: #GE15LB0711193690871000

კომენტარები

სხვა სიახლეები