სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორია გავრცელდა პატარა ბიჭზე, რომელმაც თამაშის დროს, პოლიცია გამოიძახა. ფეისბუქმომხმარებელი მადლობას უხდის 112-ს და პოლიციას:
“დღეს 6 მარტს პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ისტორიას გიამბობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პატრიოტულად და ოპერატიულად მოქმედებენ 112ის საოპერატორო სამსახური და პოლიცია. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: დღეს გიორგიმ ტელეფონზე თამაშის დროს დარეკა 112ში , ტელეფონი ხელიდან რომ წაგვერთვა გაჟღერდა სიტყვები, რომ თუ ტელეფონს არ მოგვცემდა “პოლიცია მოვიდოდა” , ოპერატორმა როცა აიღო ბოლო ორი სიტყვა გაიგონა, ეს მაშინ გავიგეთ ,როცა თავად გადმოგვირეკეს იმ მიზნით ხომ არაფერი ხდებოდა ჩვენთან , მართალია ვთქვით რომ ყველაფერი რიგზე იყო , მაგრამ 112-მა შეატყობინა პოლიციას, ამიტომ პოლიცია პრევენციის მიზნით მოვიდა ჩვენთან სახლში , რათა რეალურად გადაემოწმებინათ ხომ კარგად ვიყავით. საბოლოოდ მინდა მადლობა გადავუხადო მათ,კერძოდ, 112ის ოპერატორს და პოლიციას იმ ოპერატიულობისა და ზრუნვისათვის , რომელსაც მოქალაქეების მიმართ იჩენენ. მიხარია, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე , სადაც ჩვენი უსაფრთხოება მნიშვნელოვანი და დაცულია.”