პარფე მანგოთი

ინგრედიენტები:

მანგო -2ცალი;

შაქარი -1 სადილის კოვზი ;

ლაიმის ცედრა – ½ ჩაის კოვზი ;

ლაიმის წვენი- 1 სადის კოვზი;

ყველი მასკარპონე – 1,2 ჭიქა.

მომზადების წესი:
მანგოს კანი მოვაცილოთ, დავჭრათ კუბებად და თასში მოვათავსოთ. დავუმატოთ შაქარი, ლაიმის წვენი და ცედრა . კარგად ავურიოთ ერთმანეთში და 20 წუთით დავტოვოთ.
ცალკე თასში ყველი მასკარპონე მიქსერით ავთქვიფოთ და მიღებული მასა ჭიქებში მოვათავსოთ. ბოლოს მანგოთი მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები