პარლამენტის სპიკერმა დებატების მიმდინარეობისას დეპუტატის ბავშვის ძიძობა შეითავსა (ფოტო, ვიდეო)

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა, ტრევორ მალარდმა წარმომადგენელთა პალატაში დებატების მიმდინარეობისას ერთ-ერთი დეპუტატის, ტამატი კოფის ბავშვი გამოკვება.
პარლამენტის სპიკერმა სოციალურ ქსელ Twitter- ზე ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტოები განათავსა და ბავშვის მშობლებს  ახალი ოჯახის წევრის დაბადება მიულოცა.
“ჩვეულებრივ, სპიკერის სავარძელს იყენებენ მხოლოდ პრეზიდენტის ოფიცრები, მაგრამ დღეს VIP ჩემთან ერთად სავარძელში მოთავსდა. გილოცავთ @tamaticoffey და ტიმი თქვენი ოჯახის უახლეს წევრს“, – წერს პარლამენტის სპიკერი.
სოციალურ მედიაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სპიკერის ქმედებები ბევრმა შეაქო.

კომენტარები

სხვა სიახლეები