სოციალური ქსელის მომხმარებელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პარლამენტთან მოსიარულე შიშველი მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებს. თუმცა უცნობია რას აპროტესტებდა მამაკაცი ამ ფორმით.
“ფეისბუქმა ვიდეოს დადების საშუალება არ მომცა დამბლოკა. ვერც პირადში გიგზავნით ამიტომ თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ ამ სურათების იდენტობაში მომწერეთ თქვენი მეილები პირადში და გადმოგიგზავნით არ დაგზარდებით!
ეს პიროვნება კი ნამდვილად დასასჯელია და ის პატრულის თანამშრომლები რომლებსაც ევალებოდათ იმ ტერიტორიაზე პატრულირება და მართლწესრიგის დაცვა, ასევე პარლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს! არ დაგავიწყდეთ იქ 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალია!
რომ აღარაფერი ვთქვათ ქაშვეთის ეკლესიაზე და თბილისის პირველ გიმნაზიაზე! ეს კადები გადმომიგზავნეს 2019 წლის 30 ნოემბერს. გადაღებულია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირზე სადაც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალია!”-წერს “ფეისბუქ” მომხმარებელი სოციალურ ქსელში.