პარაცეტამოლი ფსიქო-სოციალურ ტკივილსაც აყუჩებს – თქვენი ჰაუსი

ექიმი ჰაუსის სახელით ცნობილი ფეისბუქ მომხმარებელი, რომელსაც წლებია სოცმედიაში მედიცინისა და ფსიქოლოგიის ბლოგი მიჰყავს საინეტერსო დაკვირვებას გვიზიარებს:

“იცოდით?

რომ პარაცეტამოლი (იგივე Acetaminophen, Tachipirina, Tylenol) არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქო-სოციალურ ტკივილსაც აყუჩებს?

ტკივილს, კბილის ფესვის ანთებით თუ საყვარელ ადამიანთან დაშორებით გამოწვეულს, ნეგატიურ ემოციურ კომპონენტს ანიჭებს თავის ტვინის ჩემთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი არეალი – გირუს ცინგული (ACC, Anterior Cingulate Cortex)

დიდი ალბათობით, ზუსტად აქ ავლენს პარაცეტამოლი (ერთერთ) ფარმაკოლოგიურ ეფექტს და ამცირებს ტკივილის ნეგატიურ ემოციურ კომპონენტს.

შედეგად კბილის, თავის და გულისტკივილი თანაბრად მეტად ასატანი ხდება.

პარაცეტამოლი ასევე ამცირებს ჩვენი ემპათიის უნარს. ალბათ იგივე მექანიზმით – ვეღარ ვგრძნობთ საკმარისად სხვის ტკივილს ჩვენს ტვინში.

რა უცნაურია, არა?!

მე ყოველთვის მონუსხული ვიყავი პარაცეტამოლის ასეთი მრავალფეროვანი და დღემდე ენიგმატური ფარმაკოლოგიით.

რამდენადაც მიმზიდველია ეს იდეა, მაინც ნუ მიიღებთ პარაცეტამოლს თუ გული ან სული გეტკინათ. ასეთი ტკივილების პარაცეტამოლით გაყუჩებისთვისათვის ჯერ დაველოდოთ სამეცნიერო კვლევების ამომწურავ პასუხებს.

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ: პარაცეტამოლი საკმაოდ ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტია, ანუ აზიანებს ღვიძლს.

პარაცეტამოლის 24 საათიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3000 მგ!!!

ანუ შეგიძლიათ მიიღოთ დღეღამეში ექვსი 500 მილიგრამიანი ან სამი ათასმილიგრამიან აბი/ტაბლეტი/სანთელი!

თუ თქვენ არ გაქვთ ჯანმრთელი ღვიძლი, ეს დოზა ასეთ შემთხვევაში ბევრად დაბალია!

თან არსებობს ტკივილის კატეგორია, რომელიც ყველამ უნდა შევიგრძნოთ, რომ ჩამოვყალიბდეთ ავტონომიურ, ზრდასრულ, ემპათიურ, მადლიერ ბიო-ფსიქო-სოციალურ არსებებად.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!”, – წერს თქვენი ჰაუსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები