პარაოლიმპიელ სპორტსმენს, მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის, პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

პარაოლიმპიელ სპორტსმენ ოსკარ პისტორიუსს, სამხრეთ აფრიკის სასამართლომ, სასჯელის ვადა 13 წლით და 5 თვით გაუზარდა.

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ რივა სტინკამპის მკვლელობისთვის, თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით უსამართლობაა და სასჯელის დრო საკმაოდ ცოტაა, მათ მოითხოვეს სასჯელი 15 წლამდე გაზრდილიყო.

პისტორიუსმა მეგობარი გოგო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, თუმცა აღნიშნავდა, რომ გოგონა სახლში შემოპარული მძარცველი ეგონა.

კომენტარები

სხვა სიახლეები